ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გადაწყდა: დინამო ბათუმმა საქართველოს გამორჩეული ფორვარდი დაიმატა!

[EXCLUSIVE] გადაწყდა: დინამო ბათუმმა საქართველოს გამორჩეული ფორვარდი დაიმატა!
თარიღი 24 ივნ 2022, 23:44

"დინამო ბათუმმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ბათუმელთა რიგებში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი მათე ვაწაძე ითამაშებს.

შეთანხმება უკვე მიღწეულია და კლუბი ტრანსფერს სულ მალე დაადასტურებს.

გამოცდილი ვაწაძე ამჟამად "გაგრაში" ირიცხება და ძალიან კარგ სეზონს ატარებს, კლუბის მიერ გატანილი თითქმის ყველა გოლი სწორედ ვაწაძეზე მოდის.

"გაგრას" მაისურით მას 18 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. 33 წლის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 ივლისს "სლოვან ბრატისლავას" დაუპირისპირდება.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი