ავტორიზაცია

"კაცებსაც ვხვდებოდი და ქალებსაც", - ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ბისექსუალობა აღიარა

"კაცებსაც ვხვდებოდი და ქალებსაც", - ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ბისექსუალობა აღიარა
თარიღი 25 ივნ 2022, 11:08

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რიშარლისონ ბარბოზამ თავისი ბისექსუალობის შესახებ ისაუბრა.

"მთელი ცხოვრება მეკითხებოდნენ, გეი ვარ თუ არა. კაცთანაც მქონია ურთიერთობა და ქალთანაც. მაგრამ დღევანდელი განცხადების შემდეგ დაწერენ: "რიშარლისონი ბისექსუალია".

"მისმინეთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩემი მოთხოვნები და სურვილები მაქვს. კაცსაც ვხვდებოდი და ქალსაც, მერე რა?".

"სამწუხაროდ, მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად ასეთი საკითხების განსახილველად, მაგრამ იმ ადამიანების სიმრავლის გამო, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩემი განცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, გადავწყვიტე ვაღიარო: ბისექსუალი ვარ. თუ საბოლოო სურათისთვის ეს საკმარისი არ იყო - გთხოვთ".

"ახლა კი, მინდა ვნახო, მართლა შეიცვლება თუ არა ყველაფერი უკეთესობისკენ", - ციტირებს 39 წლის ბრაზილიელის სიტყვებს AS-ი.

კარიერის მანძილზე რიშარლისონს "სან პაულუში", "ატლეტიკო მინეიროში", "ზალცბურგსა" და სხვა გუნდებში უთამაშია. 2008 წელს მან ბრაზილიის ნაკრების მაისურით ორი მატჩი ჩაატარა.