ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია — შეიძენს თუ არა ბაიერნი მიმდინარე ზაფხულს რონალდუს?

გადაწყვეტილება მიღებულია — შეიძენს თუ არა ბაიერნი მიმდინარე ზაფხულს რონალდუს?
თარიღი 25 ივნ 2022, 11:22

"ბაიერნი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს არ იყიდის.

ცნობილი ესპანური გამოცემა Sport1-ი წერს, რომ პორტუგალიელის წარმომადგენლებმა ნამდვილად შესთავაზეს მიუნხენელებს 37 წლის სუპერვარსკვლავის დამატება, რადგან ეს უკანასკნელი თავის ამჟამინდელ კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და ტიტულების მოგება უნდა.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ბოსებმა ამ ვარიანტზე უმალვე უარი განაცხადეს.

როგორც იუწყებიან, რონალდუს დამატება "ბაიერნის" სახელფასო სტრუქტურას ჩამოშლიდა. გარდა ამისა, მენეჯერებს არ სურთ გუნდში იმ ადამიანის ყოლა, რომელიც თავის ინტერესებს კლუბის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

მოგეხსენებათ, რონალდუს "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.