ავტორიზაცია

"ორივე ფენომენალურია, მაგრამ...", - იგუაინმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

"ორივე ფენომენალურია, მაგრამ...", - იგუაინმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 25 ივნ 2022, 12:40

"ინტერ მაიამის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.

"თუ პირველი არა, მაშინ ალბათ მეორე ვარ, ვისაც რონალდუს გვერდითაც უთამაშია და მესის გვერდითაც".

"ორივე ფენომენალურია, მაგრამ არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, მესის ავირჩევ", - ციტირებს 34 წლის არგენტინელის სიტყვებს La Nacion-ი.

მოგეხსენებათ, იგუაინი რონალდუსთან ერთად ჯერ მადრიდის "რეალში", შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობდა, ხოლო მესისთან ერთად ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

ცნობისთვის, ვეტერანი სამხრეთამერიკელი "ინტერ მაიამიში" 2020 წლის სექტემბრიდან ირიცხება, ამერიკულ კლუბს იგი "ბიანკონერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.