ავტორიზაცია

ჭიაბრიშვილმა პირველი მოთამაშე გაუშვა - დინამოს ფეხბურთელი გაგრაში ითამაშებს

ჭიაბრიშვილმა პირველი მოთამაშე გაუშვა - დინამოს ფეხბურთელი გაგრაში ითამაშებს
თარიღი 25 ივნ 2022, 14:46

მოგეხსენებათ, "დინამო თბილისში" გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი ტრანსფერი განახორციელა და ომარ-იმრანი დაიმატა.

ამასთან ერთად, ქართველმა სპეციალისტმა გუნდიდან უკვე პირველი ფეხბურთელი გაუშვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე "დინამოდან" იჯარის წესით "გაგრაში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ლომინაძეს "დინამოში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, მიმდინარე სეზონში მან თბილისური კლუბის მაისური 9-ჯერ მოირგო, თუმცა თამაშში ძირითადად შეცვლიდან ერთვებოდა.

რაც შეეხება "გაგრას", ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი გუნდი სამმა ლიდერმა - მათე კვირკვიამ, მათე ვაწაძემ და საბა კვერკველიამ დატოვა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი