ავტორიზაცია

ანჩელოტის 3 ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა — AS

ანჩელოტის 3 ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა — AS
თარიღი 25 ივნ 2022, 14:55

"რეალის" გარემარბი, როდრიგო გოესი მადრიდულ გრანდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

ივლისში ბრაზილიელი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

"სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის იმედი აქვს, რომ 8 ივლისს, როცა "რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, როდრიგოს, ვინისიუს ჟუნიორსა და ედერ მილიტაოს ახალ კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი ექნებათ.

ცნობისთვის, როდრიგო "რეალმა" 2019 წლის ზაფხულში "სანტოსიდან" 45 მილიონ ევროდ იყიდა და მისი მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში 21 წლის სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.