"ყველა ტიტულის მოგება მინდა", - მანემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ბაიერნში გადასვლა
"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ "ბაიერნში" გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
"როცა "ბაიერნის" ინტერესის შესახებ გავიგე, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიცოდი, რომ ამ კლუბთან ერთად რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შემიძლია. ეს ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას ეხება, ბუნდესლიგას და ცხადია, ჩემპიონთა ლიგას".
"ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. შესანიშნავი გუნდი და უნიჭიერესი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, ერთად გავუმკლავდებით".
"ჩემთვის ფეხბურთი მთელი ცხოვრებაა. მის გამო ყველაფერს ვწირავ. წარმატების მიღწევა მინდა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ყოველდღე ვვარჯიშობ, სულ ბრძოლა მსურს".
"ჩემი მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ფიქრობენ, ყოველთვის საუკეთესო არჩევანს ვაკეთებ. ჩემს გამო ძალიან გახარებულები არიან და ისიც იციან, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია", - ციტირებს 30 წლის სენეგალელის სიტყვებს Bayern & Germany.