ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტის პასუხი კლოპსა და გვარდიოლას: "რაღა თქვას ქარხნის მუშამ, რომლის ხელფასიც თვეში ათასი ევროა"

უეფას პრეზიდენტის პასუხი კლოპსა და გვარდიოლას: "რაღა თქვას ქარხნის მუშამ, რომლის ხელფასიც თვეში ათასი ევროა"
თარიღი 25 ივნ 2022, 17:54

უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით, იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა გადატვირთულ კალენდარზე არ უნდა ჩიოდნენ.

მოგეხსენებათ, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გუნდებს ბევრი მატჩის ჩატარება უწევდათ.

"ყოველთვის ადვილია ფიფაზე და უეფაზე თავდასხმა, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა. თუ ნაკლებს თამაშობ, ნაკლებ ფულსაც იღებ".

"თუ ისინი წუწუნებენ, მაშინ რაღა უნდა თქვას ქარხნის მუშამ, რომელიც თვეში 1000 ევროს გამოიმუშავებს", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.