ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 25 ივნ 2022, 18:57

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ჟოაო ფელიქსმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "როხიბლანკოს" არ დატოვებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის პორტუგალიელისადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" იჩენენ.

"ეს საკითხი არ განიხილება. ყველაფერი რიგზეა და "ატლეტიკოზე" ვარ კონცენტრირებული. მომავალს მშვიდად ვუყურებ. ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ".

"ჯერ კიდევ შვებულებაში ვარ. ახლახანს დავიწყე ვარჯიში, რათა წინასასეზონო შეკრებისთვის მოვემზადო, მაგრამ ფეხბურთზე ზედმეტად ბევრს არ ვფიქრობ", - ციტირებს ფელიქსის სიტყვებს Mais Futebol-ი.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა შემტევი "ატლეტიკომ" 2019 წლის ზაფხულში ლისაბონის "ბენფიკადან" დაახლოებით 128 მილიონ ევროდ იყიდა.