ავტორიზაცია

გზა ხსნილია — ბაიერნმა ლევანდოვსკის გაყიდვა გადაწყვიტა და ფასიც დაადო

გზა ხსნილია — ბაიერნმა ლევანდოვსკის გაყიდვა გადაწყვიტა და ფასიც დაადო
თარიღი 25 ივნ 2022, 19:37

"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალა.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი იუწყება, მიუნხენური გრანდი მზად არის პოლონელი სუპერვარსკვლავი გაყიდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" 33 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი ევროს მიღება სურს.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი "ბარსელონაა". კატალონიურმა გრანდმა "ბაიერნს" აქამდე 40 მილიონი ევრო შესთავაზა, საიდანაც 5 მილიონი სხვადასხვა ბონუსის სახით არის გათვალისწინებული.

რობერტს მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.