ბერლუსკონი: "მონცას სერია ა-ში აღზევება მილანთან ერთად მოგებულ ყველა ტიტულს აღემატება"
სილვიო ბერლუსკონი "მონცას" სერია ა-ში დაწინაურებამ უფრო გაახარა, ვიდრე "მილანთან" ერთად მოგებულმა ტიტულებმა.
"ჩემი "მილანის" წყალობით, ჯერ კიდევ მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტი ვარ. მაგრამ ამჯერად, ადრიანო გალიანის დახმარებით, რომელმაც სამი წლის წინ სერია C-ში ამ ახალ თავგადასავალში მონაწილეობის მიღებაში დამარწმუნა, რაღაც ექსტრაორდინალური გავაკეთეთ: ისეთ კლუბს, როგორიც "მონცაა", სერია ა-ში დამსახურებული ადგილი მივეცით".
"პირადად მე მინდა ვიყო პროტაგონისტი. შესაძლოა, არა პირველ სეზონში, მაგრამ ტოპ კლუბებთან კონკურენცია მსურს".
"იცით, რომ "მილანთან" ერთად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ "მონცას" სერია ა-ში აღზევების დღეებში განცდილი ემოციები რაღაც უნიკალური იყო, "როსონერისთან" ერთად მიღწეულ ნებისმიერ წარმატებას აღემატებოდა, რომელთანაც დღემდე მჭიდრო კავშირში ვარ", - ციტირებს "მონცას" მფლობელის სიტყვებს Football Italia.
ბერლუსკონი "მილანს" 1986 წლიდან 2016 წლამდე ფლობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი იტალიის ჩემპიონი 8-ჯერ გახდა, 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 3-ჯერ დაისაკუთრა საკონტინენტთაშორისო თასი.