ავტორიზაცია

ყველა დეტალი გარკვეულია — გაბრიელ ჟეზუსი 99%-ით არსენალის ფეხბურთელია!

ყველა დეტალი გარკვეულია — გაბრიელ ჟეზუსი 99%-ით არსენალის ფეხბურთელია!
თარიღი 25 ივნ 2022, 20:41

ცნობილი გახდა, თუ რამდენი დაუჯდება "არსენალს" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი.

როგორც აქამდე დაიწერა, გარანტირებული თანხა, რომელსაც "ქალაქელები" მიიღებენ, 45 მილიონ ფუნტს უტოლდება.

გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, რომ დამატებით 10 მილიონი სხვადასხვა ბონუსის სახით იქნება გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებმა" თავად 25 წლის ბრაზილიელთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს.

გასულ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" ღირსება 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.