ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "სუპერლიგა მკვდარია, არავის სურს მასში მონაწილეობა"

უეფას პრეზიდენტი: "სუპერლიგა მკვდარია, არავის სურს მასში მონაწილეობა"
თარიღი 25 ივნ 2022, 20:49

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპის სუპერლიგაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა.

"უეფა მონოპოლია არ არის. კლუბებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ჩვენს ტურნირებში მონაწილეობა სურთ თუ თავიანთი ტურნირებში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენს ტურნირებში ვერ იასპარეზებენ. ლოგიკურია, არა?".

"სუპერლიგის პროექტი მკვდარია, რადგან მასში მონაწილეობა არავის უნდა. ირგვლივ მხოლოდ სამ გაბრაზებულ ადამიანს ვხედავ, რომლებიც ყველას სასამართლოში მიათრევენ. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულებულია", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Football Italia.

მხოლოდ "ბარსელონას", "რეალსა" და "იუვენტუსს" არ დაუდასტურებიათ სუპერლიგიდან გასვლა. ამ კლუბების პრეზიდენტები, ჟოან ლაპორტა, ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი საჯაროდ აგრძელებენ პროექტის მხარდაჭერას.