ავტორიზაცია

MARCA: რეალის თავდამსხმელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მადრიდის დატოვება სურს

MARCA: რეალის თავდამსხმელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მადრიდის დატოვება სურს
თარიღი 25 ივნ 2022, 21:26

"რეალის" თავდამსხმელი, მარიანო დიასი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის რიგების დატოვებას გეგმავს.

28 წლის დომინიკელმა "ბლანკოსს" წასვლის სურვილის შესახებ ამცნო, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

"ლიონიდან" დაბრუნების შემდეგ, დიასმა "რეალში" 4 სეზონი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ფორვარდის კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს.