ავტორიზაცია

"ექსტრაორდინალური საფეხბურთო ხედვა აქვს", - პოიეტმა დაასახელა საუკეთესო მოთამაშე მათ შორის, ვინც გაუწვრთნია

"ექსტრაორდინალური საფეხბურთო ხედვა აქვს", - პოიეტმა დაასახელა საუკეთესო მოთამაშე მათ შორის, ვინც გაუწვრთნია
თარიღი 25 ივნ 2022, 21:35

ამჟამად საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან მუშაობა გაიხსენა.

– "ტოტენჰემში" გუნდში მოდრიჩი გყავდათ.

"მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავდა, მაგრამ თუ ასისტენტად გატარებულ წლებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ მოდრიჩი საუკეთესოა მათ შორის, ვინც გამიწვრთნია".

"ექსტრაორდინალური საფეხბურთო ხედვა აქვს, ყველაფერს მარტივად აკეთებს. მაშინ ჩერდება და ჩქარდება, როცა საჭიროა, ყველანაირად ურტყამს...".

"სასიამოვნოა მისი იქ ხილვა, სადაც იმყოფება. ყოველ წელს ვამბობთ, რომ ეს სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება. ლუკა კი გამოდის და ამბობს: "არა, კიდევ ერთი". ეს არის ყველაზე სასიამოვნოა. კარიერას არ ასრულებს, რადგან განსაკუთრებულია", - ციტირებს ურუგვაელი სპეციალისტის სიტყვებს AS-ი.