ავტორიზაცია

19-წლიანი ისტორია დასრულდა — რეალმა Audi-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომელსაც BMW-თი ჩაანაცვლებს

19-წლიანი ისტორია დასრულდა — რეალმა Audi-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომელსაც BMW-თი ჩაანაცვლებს
თარიღი 25 ივნ 2022, 22:22

"რეალმა" და Audi-მ თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტეს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა პარტნიორობის დასრულება გამოსამშვიდობებელი ვიდეოთი დაადასტურა, რომელშიც 2003 წლიდან, ანუ სპონსორობის დაწყების მომენტიდან მოყოლებული მადრიდელებთან ერთად დაფიქსირებული მიღწევები გაიხსენა.

"ერთად თითქმის 900 მატჩი ჩავატარეთ და ასობით ათასი კილომეტრი გავიარეთ. ვისწავლეთ, რომ ზოგჯერ აჩქარება ბოლო წამამდეა საჭირო - ვიზიარებთ ღირებულებებს, ოცნებებს და სურვილს მივაღწიოთ შეუძლებელს".

"ერთად ისტორია დავწერეთ და ახლა ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მომავალში", - წერია კომპანიის განცხადებაში.

"რეალის" ახალი სპონსორი ავტომობილების სხვა გერმანული მწარმოებელი გახდება - BMW. კომპანია ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იქნება და პირველი გუნდის ფეხბურთელებს ავტომობილებს მიაწვდის.

როგორც აღინიშნება, გარიგება სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოცხადდება.