შეხვედრა შედგა — რონალდუმ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გააგრძელოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა "ჩელსიში" გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
ასე და ამგვარად, როგორც იწერება, "არისტოკრატთა" ახალი მფლობელი, ტოდ ბოელი გასულ კვირაში 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა.
როგორც იწერება, მხარეებმა "ჩელსიში" რონალდუს პოტენციური ტრანსფერი განიხილეს.
აქამდე გავრცელებული ცნობით, მენდეშმა კრიშტიანუ "ბაიერნს" შესთავაზა, თუმცა მიუნხენელებმა უარი განაცხადეს.
მოგეხსენებათ, "ეშმაკუნების" ლიდერის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.