ბარსელონა და მანჩესტერი შეთანხმებასთან მაქსიმალურად ახლოს არიან

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის შეძენას უახლოვდება.
The Times-ის ინფორმაციით, ინგლისური და კატალონიური კლუბი შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან.
ეს მას შემდეგ გახდა რეალური, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფეხბურთელში 80 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. „ბარსელონა“ მთელი ეს დროა 85-ს ითხოვს, თუმცა შესაძლოა ხუთით ნაკლებსაც დათანხმდეს, რათა ეს საგა მალა ედასრულდეს.
„ბარსელონას“ სურს, რომ დე იონგის ტრანსფერზე სიტუაცია ხუთშაბათამდე გაირკვეს, რათა ამ დღეს ესპანურ კლუბში ფინანსურ სიტუაციას აჯამებენ.