ავტორიზაცია

რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ჩელსიში?

რამდენად რეალურია რონალდუს ტრანსფერი ჩელსიში?
თარიღი 26 Jun 2022, 14:59

დიდი ალბათობით, "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატთა" მფლობელმა, ტოდ ბოელიმ პორტუგალიელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან პოტენციური ტრანსფერი განიხილა, გარიგების გაჩარხვის შანსები უკიდურესად მცირეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, რაჰიმ სტერლინგის შეძენაზე არიან კონცენტრირებულნი.

თავის მხრივ, "ეშმაკუნები" ფიქრობენ, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს გუნდს არ დატოვებს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.

მოგეხსენებათ, რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.