ავტორიზაცია

"იტალიაში ყველაზე დიდი გუნდია", - დი მარიამ იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შანსები შეაფასა

"იტალიაში ყველაზე დიდი გუნდია", - დი მარიამ იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შანსები შეაფასა
თარიღი 26 ივნ 2022, 15:17

"პსჟ"-ს აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ "იუვენტუსში" გადასვლის შანსები შეაფასა.

"იუვენტუსი" იტალიაში ყველაზე დიდი კლუბია, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჩემით ინტერესდება. ახლა ვფიქრობ, მაგრამ პირველ რიგში შვებულებასა და ჩემს ოჯახზე ვარ კონცენტრირებული".

"რომა"? არ მაინტერესებს", - თქვა დი მარიამ ESPN Argentina-სთან ინტერვიუში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელმა "ბებერ ქალბატონთან" შესაძლოა ერთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. გარიგების გაფორმების შემთხვევაში, მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, დი მარიამ "პსჟ"-ს რიგები, სადაც 2015 წლიდან ირიცხებოდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.