ავტორიზაცია

გადაწყვეტილი ამბავია — ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

გადაწყვეტილი ამბავია — ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
თარიღი 26 ივნ 2022, 15:25

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "ბილბაოს" დამრიგებლად დაინიშნება, წერენ ესპანურ მედიაში.

58 წლის სპეციალისტის კანდიდატურას ბასკური კლუბის ახალი პრეზიდენტი, ჯონ ურიატე უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ვალვერდეს "ბილბაო" ორჯერ უკვე გაუწვრთნია - 2003 წლიდან 2005 წლამდე და 2013 წლიდან 2017 წლამდე.

ბასკების ახალი თავკაცი შეიძლებოდა მარსელო ბიელსა გამხდარიყო, თუმცა მისი კანდიდატურის მხარდამჭერი, ინიაკი არეჩაბელეტა საპრეზიდენტო არჩევნებში ურიატესთან დამარცხდა.

მოგეხსენებათ, ვალვერდე ბოლოს "ბარსელონაში" მუშაობდა, რომელსაც 2017 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში ედგა სათავეში.

გასულ სეზონში "ბილბაომ" ესპანეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა.

აქამდე ატლეტიკს მარსელინო წვრთნიდა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ევროთასის საგზური ვერ მოიპოვა.