ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს — ფაბრიციო რომანო

მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 26 ივნ 2022, 15:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას არ აპირებს.

პორტუგალიელის თაობაზე "ეშმაკუნების" პოზიცია ნათელია: მას ხელშეუხებლად თვლიან. 37 წლის სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, წერს გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსებსაც და გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგსაც რონალდუს დარჩენა სურთ და ელიან, რომ მათი გუნდის ნაწილი იქნება.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ჩელსის" მფლობელმა, ტოდ ბოელიმ კრიშტიანუს აგენტთან პოტენციური ტრანსფერი განიხილა. გარდა ამისა, დაიწერა "ბაიერნში" მისი შესაძლო გადასვლის შესახებაც.

გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.