ავტორიზაცია

ახალი დეტალები — ლევანდოვსკი ბარსელონაში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

ახალი დეტალები — ლევანდოვსკი ბარსელონაში გადასვლასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე
თარიღი 26 ივნ 2022, 15:55

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები ჯერ კიდევ არსებობს.

როგორც ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, ტრანსფერის ალბათობა დღეს უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეთანხმდებიან თუ არა კლუბები ფასზე. პლეტენბერგის ცნობით, "რეკორდმაისტერი" არანაკლებ 60 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" 33 წლის სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე ფინალურ შეთავაზებას ამზადებს და მზადაა დაახლოებით 40 მილიონი გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ პოლონელი და "ბლაუგრანა" 2+1 სქემიან კონტრაქტზე წინასწარ არიან შეთანხმებულნი. გარიგების დახურვის შემთხვევაში, რობერტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.