ავტორიზაცია

რონალდუს აგენტმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენა კიდევ ერთ კლუბს შესთავაზა

რონალდუს აგენტმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენა კიდევ ერთ კლუბს შესთავაზა
თარიღი 26 ივნ 2022, 16:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, 37 წლის სუპერვარსკვლავის ინტერესების დამცველმა პორტუგალიელის შეძენა "რომას" შესთავაზა.

მოგეხსენებათ, მენდეში რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წარმომადგენელიცაა, რაც პოტენციური ტრანსფერის შანსებს ზრდის.

ამ ზაფხულს რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგების ალბათობა არსებობს. აქამდე დაიწერა, რომ იგი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სათამაშო სტილში არ ჯდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მენდეშთან კრიშტიანუს პოტენციური ტრანსფერი "ჩელსის" მფლობელმა, ტოდ ბოელიმაც განიხილა. დაიწერა მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლის შესახებაც.

გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" ღირსება 39 მატჩსი დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.