იმაზე თითქმის 2-ჯერ მეტი, ვიდრე ლივერპულში — ბაიერნში მანეს ხელფასი ცნობილია
ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებს "ბაიერნის" ახალწვეული, სადიო მანე მიუნხენურ გრანდში.
როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, 30 წლის სენეგალელის წლიური ანაზღაურება სუფთა 20 მილიონი ევრო იქნება.
ასე და ამგვარად, მანე "რეკორდმაისტერის" ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა.
აღსანიშნავია, რომ "ლივერპულში" სადიო წელიწადში 12 მილიონს გამოიმუშავებდა, ისიც გადასახადების გადახდამდე.
მოგეხსენებათ, "ბაიერნმა" აფრიკელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 32 მილიონ ევროდ იყიდა.