ავტორიზაცია

ყველა დეტალი შეთანხმებულია — გაირკვა, თუ როდის დაიხურება ლუკაკუს ტრანსფერი ახალ გუნდში

ყველა დეტალი შეთანხმებულია — გაირკვა, თუ როდის დაიხურება ლუკაკუს ტრანსფერი ახალ გუნდში
თარიღი 26 ივნ 2022, 16:17

"ინტერი" "ჩელსის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს მომდევნო კვირაში დახურავს, წერენ იტალიურ მედიაში.

"არისტოკრატთა" სუპერვარსკვლავი მილანურ გრანდში იჯარის წესით ბრუნდება.

ასე და ამგვარად, ბელგიელი მილანში ოთხშაბათს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ნერაძურიში" დაბრუნების გამო, 29 წლის ფორვარდმა ანაზღაურება 30%-ით შეიმცირა - 10-დან 7 მილიონ ევრომდე.

ლუკაკუ "ინტერის" ღირსებას 2019 წლიდან 2021 წლამდე იცავდა. გასულ ზაფხულს იგი "ჩელსიმ" 115 მილიონის სანაცვლოდ იყიდა.

2021/22 წლების სეზონში რომელუმ ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატების" ღირსება 44 მატჩში დაიცვა და 15 გოლი გაიტანა.