ავტორიზაცია

დორტმუნდის დირექტორი: "ვიცი, რომ ბაიერნს სურს ზედიზედ 30-ჯერ გახდეს ჩემპიონი, მაგრამ ეს ბუნდესლიგისთვის კარგი არ იქნება"

დორტმუნდის დირექტორი: "ვიცი, რომ ბაიერნს სურს ზედიზედ 30-ჯერ გახდეს ჩემპიონი, მაგრამ ეს ბუნდესლიგისთვის კარგი არ იქნება"
თარიღი 26 ივნ 2022, 16:45

„ბორუსია დორტმუნდის“ გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ „ბაიერნის“ ბუნდესლიგის დომინაციაზე ისაუბრა.

მიუნხენური გრანდი გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ 10-ჯერ გახდა. რის გამოც, ვაცკემ იმედი გამოთქვა, რომ „ბაიერნს“ ჩავარდნა დაეწყება, რაზეც რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა უპასუხა, რომ კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი.

„მე არ მითქვამს, რომ მე-11 წელს „ბაიერნს“ აუცილებლად ჩავარდნა დაეწყება. თუმცა, ეს უახლოეს წლებში ნამდვილად მოხდება.

მესმის, რომ მათ სურთ ჩემპიონები ზედიზედ 30-ჯერ გახდნენ, ეს მათი უფლებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ბუნდესლიგაზე დადებითად ვერ იმოქმედებს.“ - აღნიშნა ვაცკემ.