ავტორიზაცია

ანდერ ერერა: "მეგონა, რომ ნეიმარს ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა"

ანდერ ერერა: "მეგონა, რომ ნეიმარს ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა"
თარიღი 26 ივნ 2022, 17:23

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა ანდერ ერერამ თანაგუნდელ ნეიმარზე ისაუბრა. 

ესპანელის თქმით, მას ეგონა, რომ ნეიმარს ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა.

„ნეიმართან ვმეგობრობ, ის დიდებული თანაგუნდელია და საფეხბურთო შესაძლებლობების თვალსაზრისით ის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში ნამდვილად შედის. მის გვერდით თამაში დიდი ბედნიერებაა.

მეგონა, რომ მას ოქროს ბურთი უკვე მოგებული ჰქონდა. თუმცა, ჯერ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომავალში ექნება.“ - აღნიშნა ესპანელმა ფეხბურთელმა.