ESPN: მანჩესტერ იუნაიტედმა რონალდუს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას არ აპირებს.
ინგლისური გრანდის წარმომადგენლებმა 37 წლის სუპერვარსკვლავს აცნობეს, რომ ამ ზაფხულს არსად არ გაუშვებენ, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.
"ეშმაკუნებთან" დაახლოებული წყაროების თანახმად, კლუბში კრიშტიანუს დარჩენას ელიან. "ემიუს" რონალდუს შენარჩუნება სურს.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მიზანია პორტუგალიელმა მომავალი სეზონი მანიკუნიანელთა რიგებში გაატაროს.
როგორც აღინიშნება, კრიშტიანუს კარიერის დარჩენილი წლები იმ კლუბში გაატაროს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას. მას "მანჩესტერ იუნაიტედის" ამბიციებში ეჭვი ეპარება, რადგან კლუბს ამ ზაფხულს ჯერ ერთი ტრანსფერიც კი არ განუხორციელებია.
რონალდუს მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.
აქამდე, კრიშტიანუს "ჩელსიში", "ბაიერნსა" და "რომაში" შესაძლო გადასვლის შესახებ დაიწერა.
გასულ სეზონში "ემიუს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.