გრანდი, რომელსაც აგენტებმა ნეიმარის შეძენა შესთავაზეს — რამდენად რეალურია ტრანსფერი?
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, ბრაზილიელის წარმომადგენლები პოტენციური ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსს" დაუკავშირდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად ტურინული გრანდიც განიხილავს 30 წლის სუპერვარსკვლავის შეძენის შესაძლებლობას.
იწერება, რომ საუკეთესო შემთხვევაში, "ბიანკონერი" მზადაა ნეიმარს წლიური ხელფასის სახით 10 მილიონი (ბონუსებთან ერთად) გადაუხადოს. სწორედ ამიტომ, სამხრეთამერიკელის ტრანსფერი, რომელიც "პსჟ"-ში ორჯერ მეტს გამოიმუშავებს, ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს.
გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" ღირსება 28 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.