ავტორიზაცია

დი მარიამ თანხმობა განაცხადა — ახალ გუნდში ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება

დი მარიამ თანხმობა განაცხადა — ახალ გუნდში ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება
თარიღი 26 ივნ 2022, 21:59

"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია "იუვენტუსში" გადასვლას დათანხმდა.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, არგენტინელის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ გარიგების დასახურად მზად არიან, რის შედეგადაც მხარეები უფრო გააქტიურდნენ.

ასე და ამგვარად, 34 წლის სუპერვარსკვლავმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში თამაში გადაწყვიტა და ტურინელებთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის. ხელფასის სახით იგი 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

არადა, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" ამ ტრანსფერზე უარის თქმას აპირებდა.

გასულ სეზონში დი მარიამ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 31 მატჩში დაიცვა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.