ავტორიზაცია

ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია — გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას

ბოლო დეტალებიც შეთანხმებულია — გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას
თარიღი 26 ივნ 2022, 22:17

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი უახლოეს პერიოდში ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბრაზილიელის აგენტმა და მისმა პარტნიორებმა "მეთოფეებთან" პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებიც მოაგვარეს. ასე და ამგვარად, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის სამხრეთამერიკელი "არსენალთან" 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აქამდე დაიწერა, რომ გარანტირებული თანხა, რომელსაც "ქალაქელები" მიიღებენ, 45 მილიონ ფუნტს უტოლდება. დამატებით 10 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსის სახით იქნება გათვალისწინებული.

გასულ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" ღირსება 41 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.