გახმაურდა მიზეზი, რის გამოც ნეიმარმა პსჟ-ს დატოვებაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერენ ფრანგულ მედიაში.
ცოტა ხნის წინ, პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ თავი აარიდა პასუხის გაცემას იმ კითხვაზე, არის თუ არა ბრაზილიელი კლუბის ახალი პროექტის ნაწილი.
როგორც აღინიშნება, 30 წლის სუპერვარსკვლავი ამან გააბრაზა და უკვე "პსჟ"-დან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის აგენტები "იუვენტუსს" დაუკავშირდნენ, თუმცა ტურინელთათვის დაბრკოლებას ფეხბურთელის მაღალი ხელფასი წარმოადგენს.
გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" ღირსება 28 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.