"ახალი ბენზემა" — რეალი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდით ინტერესდება
ახალგაზრდა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მატეუს ნასიმენტომ კარიერა შესაძლოა "რეალში" გააგრძელოს, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.
აღნიშნულ ტრანსფერზე მადრიდული გრანდის მთავარი სკაუტი, ხუნი კალაფატი მუშაობს, რომელიც კლუბს აქამდე ვინისიუსის, როდრიგოსა და ფედერიკო ვალვერდეს შეძენაში დაეხმარა.
"ბლანკოსი" 18 წლის თავდამსხმელის გამოყენებას ჯერ ახალგაზრდული გუნდების მატჩებში ხედავს, შემდეგ კი მთავარ გუნდში დააწინაურებს.
გამოსარჩევი ფაქტია, რომ მატეუსს ბრაზილიაში "ახალ ბენზემას" ეძახიან. ამჟამად იგი "ბოტაფოგოში" თამაშობს და კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს.
ახალგაზრდა ფორვარდს "ბოტაფოგოს" პირველი გუნდის მაისურით საერთო ჯამში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, 8 გოლი გატანილი და 2 შედეგიანი პასი გაკეთებული.