ავტორიზაცია

40 მლნ ევრო და ორი ტოპ ფეხბურთელიდან ერთ-ერთი: იუვენტუსმა ჩელსის შეთავაზება იუარა

40 მლნ ევრო და ორი ტოპ ფეხბურთელიდან ერთ-ერთი: იუვენტუსმა ჩელსის შეთავაზება იუარა
თარიღი 26 ივნ 2022, 23:19

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა გუნდის ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიგტის "ჩელსიში" გაშვებას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, "არისტოკრატებმა" ჰოლანდიელის სანაცვლოდ "ბიანკონერის" 40 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი შესთავაზეს: ტიმო ვერნერი ან კრისტიან პულიშიჩი. არჩევანი ტურინელებზეა.

მიუხედავად ამისა, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის განსაკუთრებულ ინტერესს არცერთი ზემოთნახსენები მოთამაშე არ იწვევს.

"ბებერ ქალბატონს" კომპენსაციის მიღება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით სურს და 100 მილიონს ითხოვს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად ტურინელებს დე ლიგტთან მოქმედი კონტრაქტის ვადის გახანგრძლივება სურთ.