"თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ეს კლუბი უყვარს", - მილიტო ლუკაკუს ინტერში დაბრუნებას ეხმაურება
"ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" "ჩელსის" ფეხბურთელს იჯარით იმატებს, ბელგიელი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა.
"ლუკაკუ მშიერია, გაბრაზებული კარგი გაგებით და სურს დაამტკიცოს, რომ ყოველთვის ტოპ ფეხბურთელი იყო", - ციტირებს ვეტერანი არგენტინელის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.
"ჯერ კიდევ ბევრის მიცემა შეუძლია "ინტერისთვის", ამაში ეჭვი არ მეპარება. როცა გუნდში თავს კარგად გრძნობ, ყველაფერს აკეთებ იქ დასაბრუნებლად".
"არჩევანის გაკეთებისას გულს მოუსმინა და თავისი ქმედებებით ამ კლუბისადმი სიყვარული დაამტკიცა", - დასძინა მილიტომ.