ავტორიზაცია

"ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვის გვერდითაც მითამაშია", - ტიაგომ თანაგუნდელი შეაქო

"ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვის გვერდითაც მითამაშია", - ტიაგომ თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 26 ივნ 2022, 23:41

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ მერსისაიდული გუნდის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი შეაქო.

"ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ, უბრალოდ ბედნიერი ვარ", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს ბრიტანული მედია.

"ჯორდანს ბრწყინვალე ხასიათი აქვს, გვასწავლის, რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ".

"ის ფეხბურთელია, რომელიც ახალ გუნდთან შეგუებაში გეხმარება, თავს ისე გაგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. მოედანზე კი სიფხიზლის შენარჩუნებაში გეხმარება", - დასძინა ტიაგომ.

მოგეხსენებათ, 31 წლის ალკანტარა "ლივერპულს" 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.