ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას დე იონგის სანაცვლოდ სთავაზობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იუწყება, მანიკუნიანელებმა კატალონიურ გრანდს 65 მილიონი ევრო შესთავაზეს, ბონუსების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, "ბლაუგრანამ" 25 წლის ჰოლანდიელის 60 მილიონად გაყიდვა იუარა.
მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელი და მისი აგენტები პოზიციას არ იცვლიან. მოგეხსენებათ, დე იონგს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა არ უნდა.
"ბარსელონამ" ფრენკი 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 86 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.
გასულ სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.