ავტორიზაცია

ლუის სუარესი ახალ გუნდში უკვე გადავიდა — ESPN

ლუის სუარესი ახალ გუნდში უკვე გადავიდა — ESPN
თარიღი 27 ივნ 2022, 10:36

როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი "რივერ პლეიტის" ფეხბურთელი გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ჟურნალისტი, კრისტიან მარტინი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, "ლივერპულისა" და "ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი "ატლეტიკოში" გაატარა.

მადრიდულ კლუბთან 35 წლის სამხრეთამერიკელს კონტრაქტი 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

ასე და ამგვარად, სუარესი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება და ამიერიდან არგენტინის ჩემპიონატში ვიხილავთ.

გასულ სეზონში ლუისმა ყველა ტურნირზე ერთად "ატლეტიკოს" ღირსება 45 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.