ავტორიზაცია

ნეიმარმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს და ორი კლუბის ვარიანტი აქვს

ნეიმარმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს და ორი კლუბის ვარიანტი აქვს
თარიღი 27 ივნ 2022, 10:43

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ გუნდებს შორისაა, რომლებსაც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დამატების საშუალება აქვთ.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, "ეშმაკუნები" 30 წლის სამხრეთამერიკელის ტრანსფერზე შესაძლოა იმ შემთხვევაში ამუშავდნენ, თუ კლუბიდან თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ წავა.

ამასთანავე, არსებობს "ნიუკასლში" გადაბარგების ვარიანტიც.

მიუხედავად ამისა, თავად პარიზელთა ერთ-ერთ ლიდერს მოახლოებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ არსად წასვლა არ უნდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი "პსჟ"-ს პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის განცხადებამ გააბრაზა და სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდა. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელმა თავი აარიდა პასუხის გაცემას იმ კითხვაზე, არის თუ არა ბრაზილიელი კლუბის ახალი პროექტის ნაწილი.