ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ერიქსენს ელოდება — რამდენად მაღალია ტრანსფერის ალბათობა?

მანჩესტერ იუნაიტედი ერიქსენს ელოდება — რამდენად მაღალია ტრანსფერის ალბათობა?
თარიღი 27 ივნ 2022, 10:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას "ბრენტფორდის" ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ხელში ჩაგდება სურს.

მანიკუნიანელები დანიელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ აღინიშნება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.

"ეშმაკუნები" ერიქსენს არ დააჩქარებენ და ესმით, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ საფეხბურთო მიზეზებზე არ იქნება დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, 30 წლის ნახევარმცველი "ბრენტფორდს" იანვარში შეუერთდა და პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში 11 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, ერიქსენს "ფუტკრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.