ავტორიზაცია

რეალი დორტმუნდიდან დაბრუნებულ რეინიერს სხვა კლუბში ანათხოვრებს — MARCA

რეალი დორტმუნდიდან დაბრუნებულ რეინიერს სხვა კლუბში ანათხოვრებს — MARCA
თარიღი 27 ივნ 2022, 11:18

"რეალის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, რეინიერი კარიერის პორტუგალიის ჩემპიონატში გაგრძელებასთან არის ახლოს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იუწყება, "სამეფო კლუბი" 20 წლის ბრაზილიელის ლისაბონის "ბენფიკაში" იჯარით გადასვლის დეტალებს ათანხმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება შემდგომი შესყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს, რადგან მადრიდულ გრანდს ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესის სჯერა.

აღსანიშნავია, რომ რეინიერმა ბოლო ორი სეზონი "დორტმუნდში" გაატარა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო.

2021/22 წლების სეზონში მან ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.