ავტორიზაცია

კანავარომ ნაპოლის ფეხბურთელის შენარჩუნება ურჩია: "ამ ტიპის ერთ-ერთი ბოლო დიდი მოთამაშეა"

კანავარომ ნაპოლის ფეხბურთელის შენარჩუნება ურჩია: "ამ ტიპის ერთ-ერთი ბოლო დიდი მოთამაშეა"
თარიღი 27 Jun 2022, 11:35

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, რომელსაც კარიერის მანძილზე "ნაპოლის" ღირსებაც დაუცვია, ნეაპოლელთა მცველი, კალიდუ კულიბალი შეაქო.

– საჭიროა თუ არა კულიბალისთან კონტრაქტის გახანგრძლივება?

"დიახ, მაგრამ მხოლოდ მასთან არა. "ნაპოლისთან" ხელშეკრულების ვადა ბევრ ძლიერ ფეხბურთელს ეწურება. მომავალი სეზონის წინ მათი დაკარგვის საშიშროება არსებობს".

"კულიბალი ამ ტიპის ერთ-ერთი ბოლო დიდი ფეხბურთელია. ზოგჯერ ძალისხმევის გაღებაა საჭირო და იმედი მაქვს, "ნაპოლი" ამ ძალისხმევას გაიღებს და კულიბალის შეუთანხმდება", - ციტირებს 2006 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის სიტყვებს Calciomercato.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის სენეგალელ უკანახაზელს "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.