ავტორიზაცია

როდრიგომ დაასახელა ბავშვობის კუმირი და საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია

როდრიგომ დაასახელა ბავშვობის კუმირი და საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 27 ივნ 2022, 11:45

მადრიდის "რეალის" გარემარბმა, როდრიგო გოესმა ბავშვობის კუმირის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ESPN-თან ინტერვიუში 21 წლის ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ბავშვობაში მასზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას კრიშტიანუ რონალდუ ახდენდა.

როდრიგოს აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც ოდესმე უთამაშია, ლუკა მოდრიჩია.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა მარსელოს შვილი გამოარჩია, როცა ჰკითხეს ფეხბურთელზე, ვისთან ერთადაც მომავალში ისურვებდა თამაშს. ენცო ამჟამად "რეალის" აკადემიაში ირიცხება.

როდესაც როდრიგოს იმ მცველზე ჰკითხეს, რომელმაც მას ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა, ხორდი ალბა დაასახელა.