მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა დე იონგის ფასზე შეთანხმდნენ, რომელიც ორივე მხარეს აკმაყოფილებს
ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, კლუბები შეთანხმდნენ თანხაზე, რომელიც ორივე მხარეს აკმაყოფილებს, - საუბარია 80 მილიონ ევროზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და "ემიუს" იმედი აქვს, რომ კვირის განმავლობაში გარიგება დაიხურება.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თავად 25 წლის ფეხბურთელთან "ეშმაკუნებს" კონტრაქტის პირობების განხილვა ჯერ არ დაუწყიათ. არსებული ცნობით, ჰოლანდიელი ტრანსფერის წინააღმდეგია.
"ბარსელონამ" ფრენკი 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 86 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.
გასულ სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.