ავტორიზაცია

ჩელსი სტერლინგის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს, მაგრამ ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს

ჩელსი სტერლინგის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს, მაგრამ ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 27 ივნ 2022, 13:25

"ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი მზად არის მიმდინარე ზაფხულს "ქალაქელთა" რიგები დატოვოს - მოქმედი კონტრაქტის ვადა მას ერთ წელიწადში ეწურება.

სტერლინგისადმი ინტერესს "რეალი" და "ბარსელონაც" იჩენენ, მაგრამ როგორც იწერება, რაჰიმი "ჩელსის" აირჩევს, თუ დარწმუნებული იქნება იმაში, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება და ტიტულებისთვის იბრძოლებს.

ამასთანავე, The Telegraph-ის ცნობით, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი 27 წლის შემტევს უკვე პირადად ესაუბრა.

"არისტოკრატები" სტერლინგის თაობაზე სასტარტო შეთავაზებას ამზადებს, რომელსაც "მანჩესტერ სიტი" 50-60 მილიონ ფუნტად აფასებს.

გასულ სეზონში რაჰიმმა ყველა ტურნირზე ერთად მანჩესტერული კლუბის ღირსება 47 მატჩში დაიცვა, 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.