ავტორიზაცია

ორი მიზეზი, რის გამოც ბარსელონას ლევანდოვსკის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ეზედმეტება

ორი მიზეზი, რის გამოც ბარსელონას ლევანდოვსკის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ეზედმეტება
თარიღი 27 ივნ 2022, 13:38

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას გადამეტებულად მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" პოლონელ სუპერვარსკვლავში, რომელმაც გუნდიდან წასვლის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა, 60 მილიონი ევროს მიღება სურს.

ესპანურ გრანდში ეს თანხა ფეხბურთელის ასაკის, აგრეთვე იმის გამო, რომ ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება, ეზედმეტებათ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მზად არის 33 წლის სუპერვარსკვლავში 40 მილიონი გადაიხადოს.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.