ავტორიზაცია

რაფინიასთვის ბრძოლას ბარსელონას მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა

რაფინიასთვის ბრძოლას ბარსელონას მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა
თარიღი 27 ივნ 2022, 13:44

"არსენალის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის ხელში ჩაგდებისთვის აღარ იბრძოლებს, იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Sport-ი.

მოგეხსენებათ, აქამდე, ლონდონელები ბრაზილიის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელში 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებს იხდიდნენ, ახლა კი მისდამი ინტერესი საერთოდ გაუქრათ.

მიზეზი ის გახლავთ, რომ "მეთოფეებმა" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი შეათანხმეს, რომლის სანაცვლოდაც 45 მილიონს გადაიხდიან.

ამავდროულად, როგორც აღინიშნება, თავად რაფინიას კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა სურს.

2021/22 წლების სეზონში "ლიდსის" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.