ავტორიზაცია

ალექსის სანჩესმა 4 ევროპული კლუბის შეთავაზება იუარა და დიდი ალბათობით, ინტერიდან უფასოდ წავა

ალექსის სანჩესმა 4 ევროპული კლუბის შეთავაზება იუარა და დიდი ალბათობით, ინტერიდან უფასოდ წავა
თარიღი 27 ივნ 2022, 13:54

"ინტერის" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ალექსის სანჩესის გაყიდვა უნდა, მაგრამ თავდამსხმელმა ყველა შეთავაზება იუარა.

ჩილეს ეროვნული ნაკრების 33 წლის ფეხბურთელმა არა მხოლოდ "სევილიას", "გალათასარაის" და "მარსელს", "ვილიარეალსაც" უარი უთხრა, იუწყება ცნობილი გამოცემა Football Italia.

აღსანიშნავია, რომ სანჩესს "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მხარეები ხელშეკრულებას ვადაზე ადრე გაწყვეტენ.

მოგეხსენებათ, ალექსისი "ინტერს" 2020 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უფასოდ შეუერთდა.

გასულ სეზონში გამოცდილმა სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად მილანური გრანდის ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.