ავტორიზაცია

ფერნანდინიომ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა — ფაბრიციო რომანო

ფერნანდინიომ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა — ფაბრიციო რომანო
თარიღი 27 ივნ 2022, 14:06

"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ჩამშლელი ნახევარმცველი, ფერნანდინიო ცალი ფეხით ახალ კლუბშია.

ასე და ამგვარად, 37 წლის ბრაზილიელი კარიერას "ატლეტიკო პარანაენსეში" გააგრძელებს, სადაც 2002 წლიდან 2005 წლამდე ირიცხებოდა.

როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ფერნანდინიომ მშობლიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

მოგეხსენებათ, ვეტერანმა სამხრეთამერიკელმა კარიერა სწორედ "ატლეტიკო პარანაენსეში" დაიწყო, საიდანაც 2005 წელს დონეცკის "შახტარში" გადავიდა.

2013 წლის ზაფხულში ფერნანდინიო "მანჩესტერ სიტიმ" 40 მილიონ ევროდ იყიდა და გუნდში გატარებული 9 წლის შემდეგ ამ ზაფხულს "ქალაქელთა" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.